დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, „მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის“ ლიკვიდაციის მისია აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
„დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა აშშ-ისა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკლოდ განახორციელეს ზედმიწევნით დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ლიკვიდაციისთვის. აბუ-ბილალ ალ-მინუკი, მსოფლიოში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგით მეორე პირი, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ წყაროები გვყავს, რომლებიც მისი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მისი ლიკვიდაციით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური ოპერაცია მნიშვნელოვნად დასუსტდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპმა ნიგერიის მთავრობას ოპერაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.