საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე უკრაინელ კოლეგასს ანდრეი სიბიგას შეხვდა. მხრეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მხრივ არსებული გამოწვევები განიხილეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განაგრძობენ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას. შეხვედრას აფასებს მაკა ბოჭორიშვილიც მისი თქმით, ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარისგან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია, დანარჩენს კი დრო აჩვენებს. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.