ოპოზიციურმა ალიანსმა“დაასახელა 6 ძირითადი პირობა „რომელთა შესრულებაც, მათი მოსაზრებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია. პუნქტებს შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრება, სიების გახსნა და ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის დაბრუნება. პარალელურად, ალიანსი 26 მაისისთვის ემზადება და მოსახლეობას მოუწოდებს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველის კორპუსის ეზოში შეიკრიბონ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლონ. ქართული ოცნებს ოპოზიციური ალიანსის გეგმებს სკეპტიკურად უყურებს. ქართული ოცნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხოლოდ დღეს მოქმედი კანონმდებლობით განიხილავს და აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გულისხმობს, ვერ განხორციელდება.