შეიწყვალებს თუ არა ხელისუფლება საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს - Palitra News

შეიწყვალებს თუ არა ხელისუფლება საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს

2026-05-16 13:02:48+04:00

შეიწყვალებს თუ არა ხელისუფლება საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს? კითხვა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც წმინდა სინოდმა საქართველოს ახალი პატრიარქი აირჩია. თავად სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ საკითხზე ხელისუფლებასთან მსჯელობა გაიმართოს და მეუფე შიომ აქციების დროს დაკავებული პირების შეწაყალების საკითხი დააყენოს. საპატრიარქოს სჯერა, რომ მეუფე შიო შემრიგებლის როლს შეასრულებს, თუმცა რა საპასუხო ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება ეს ჯერჯერობით უცნობია. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მიხეილ ყაველაშილს ამ დრომდე საკითხზე კომენტარიო არ გაუკეთებია, ქართული ოცნების წევრები კი აცხადებენ, რომ შეწყალებას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს სინანული. თავად აქციების დროს დაკავებული ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ მათ შვილებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაბამისად, ამ მხრივ სინანულისკენ მოწოდება მართებული არ არის.