შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. უწყების ინფორმაციითვე, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე. თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც საავტომობილო მოძრაობა მიმდევრობით შეიზღუდება ბარათაშვილის ხიდზე და ბარათაშვილის აღმართიდან ავლაბრის მოედნამდე. მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყება.