"ცესკო" ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს - Palitra News

"ცესკო" ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

2026-05-16 13:03:48+04:00

"ცესკო" ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო. შეხვედრების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე . ქუთაისსა და ზესტაფონში საინფორმაციო შეხვედრები 14-15 მაისს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებთან შეხვედრები ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.