ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

2026-05-16 13:04:57+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.