ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ მეთაურს ნიუ-იორკში 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - Palitra News

ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ მეთაურს ნიუ-იორკში 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2026-05-16 13:05:25+04:00

ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ მეთაურს ნიუ-იორკში 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს. "მეთაური ყასაბის" სახელით ცნობილი მიხეილ ჩხიკვიშვილი პატიმრობის წლებს ამერიკულ ციხეში გაატარებს. მან ბრალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღიარა. შეერთებული შტატების საგამოძიებო სამსახურები ამბობენ, რომ ბრალდებული სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. გამოძიებიის ვერსიით, ჩხიკვიშვილმა 2023 წელს დაიწყო გეგმის შემუშავება ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს, მასობრივი თავდასხმისთვის. მისი გეგმის მიხედვით, სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულ პირებს ებრაული სკოლების ბავშვებისა და რასობრივ უმცირესობებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინათ. მსხვერპლი კი უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში ბრეივიკის თავდასხმის დროს. 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, აშშ-ში 2024 წლის ივლისში დააკავეს.