უკრაინამ რუსეთისგან 528 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - Palitra News

უკრაინამ რუსეთისგან 528 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

2026-05-16 14:25:14+04:00

უკრაინამ რუსეთისგან 528 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინამ 528 ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით“, - აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას ჩაატარებენ.