რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას? - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“. ქართული ოცნების წევრებს სჯერათ, რომ ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება საფრთხე საქართველოსთან მიმართებითაც არსებობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს და ღალატობს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ვინ როგორ უყურებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების პერსპექტივას?