ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - რას ითხოვენ მოქალაქეები - Palitra News

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - რას ითხოვენ მოქალაქეები

2026-05-16 16:00:00+04:00

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, აღნიშნული ქუჩის 131 ნომერში 36 სართულიანი კორპუსის მშენებლობამ, 22 სართულიანი საცხოვრებელი სახლის კედლები დააზიანა, რამაც შენობის დეფორმაცია გამოიწვია. მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, მათი თქმით, კორპუსის მშენებლობამ საცხოვრებლად არაუსაფრთხო გარემო შექმნა. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა, რომელმა განაცხდა, რომ მშენებლობის უხეშ დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ბათუმის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა ოფიაციალურად შეაჩეროს. გარდა ამისა, ჩატარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, მეზობლად მცხოვრებ მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიები მიეცეს, სამშენებლო კომპანიამ პასუხისგებლობის აიღოს და ზიანი აანაზღაუროს. აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ხვალ ფართომასშტაბიან პროტესტს იწყებენ.