საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე, მან რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც მოინახულა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.