თურქული მედია - თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა - Palitra News

თურქული მედია - თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

2026-05-16 16:03:36+04:00

თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სამსუნში ამოუცნობი დრონი დილით ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სამი სახლი დაზიანდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს. დრონის ნაწილები ტექნიკური შემოწმებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიტანეს.