შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2026-05-16 17:27:58+04:00

შუახევის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში, ხრამში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხევში გადავარდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.