Reuters - ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა - Palitra News

Reuters - ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა

2026-05-16 17:53:00+04:00

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, შეჯახების შემდეგ ხანძარი გავრცელდა და ახლომდებარე ავტომობილები მოიცვა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება