ევროპის საბჭოს 46 წევრიდან 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს. შეთანხმებას საქართველო არ შეუერთდა. ქართული ოცნება მიზეზად რუსეთთან ფრთხილ პოლიტიკას ასახელებს. განმარტავენ, რომ, რუსეთის განგძობადი ოკუპაცია და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც „საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“. ოპოზიციისთვის ხელისულფების არგუმენტები სარწმუნო არ არის. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებაზე შეერთდება ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს არ შეიცავდა და თუკი ეს ასე არ არის ქართულმა ოცნება კონკრეტულად უნდა ახსნას გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საფუძვლები.