მშობლებმა თავისუფლების მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ოჯახი ფუძეა, ბავშვები - მომავალი, ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!“ და დახვდნენ მსვლელობას, რომელიც ქაშვეთის ტაძართან დაიწყო - Palitra News

მშობლებმა თავისუფლების მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ოჯახი ფუძეა, ბავშვები - მომავალი, ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!“ და დახვდნენ მსვლელობას, რომელიც ქაშვეთის ტაძართან დაიწყო

2026-05-17 14:45:14+04:00

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ.

მშობლებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით: “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები - ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!”

„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, - მიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა სასულიერო პირებს, რომლებიც მსვლელობას მოუძღვებოდნენ წინ. სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და მსვლელობა გააგრძელეს.