ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ - Palitra News

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ

2026-05-17 14:47:49+04:00

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ.

მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები.

მანამდე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.