ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შორი მოქმედების „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქს მიაღწია - მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შორი მოქმედების „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქს მიაღწია - მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს

2026-05-17 14:59:30+04:00

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა და თემებზე თავდასხმებზე სრულიად გამართლებულია , - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელების მიერ რუსეთის მოსკოვის ოლქსა და დედაქალაქ მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმებს.

„ამჯერად, უკრაინის შორი მოქმედების სანქციებმა მოსკოვის ოლქს მიაღწია და ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას.

„უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის თავდაცვის ძალების მათი სიზუსტისთვის. მანძილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 500 კილომეტრზე მეტია. რუსეთის საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე მაღალია. მაგრამ ჩვენ მას ვძლევთ. დიდება უკრაინას!“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.