„საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. საიას აცხადებს რომ ლგბტქი თემი სახელისუფლებო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. საიაში ყურადღებას ამახვილებენ 2024 წლის სექტემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც მათი აზრით, ფაქტობრივად აუქმებს მრავალ ფუნდამენტურ უფლებას, კრძალავს ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვას და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას.