სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა - Palitra News

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა

2026-05-17 15:36:45+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი დაესწრო. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.