ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა

2026-05-17 15:42:46+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.