ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობა სასილიერო პირებმა და მრევლმა მიიღო. სამების ტაძარში მსვლელობიდან მისული მრევლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დალოცა. საზეიმო მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, 17 მაისი არის დღე, როდესაც მთელი საზოგადოება კიდევ ერთხელ აფიქსირებს ერთგულებას ოჯახური ფასეულობების მიმართ. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას ხელისუფლების წარმომადენლები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ოჯახის სიწმინდის დღის მასშტაბური აღნიშვნა არის დასტური რომ საქართველო საკუთარ იდენტობას არასდროს დაკარგავს. მსვლელობას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც შეუერთდა.