სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა - Palitra News

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა

2026-05-17 16:13:14+04:00

შიო მესამემ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას პატრიარქის აღსაყდრებასთან 1დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი დაესწრო. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მართმაიდებლური ეკლესიის დელეგაციაც ჩამოვიდა. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.