ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ . მშობლებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით: “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები - ჩვენი მომავალი. ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე!” „გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, - მიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა სასულიერო პირებს, რომლებიც მსვლელობას მოუძღვებოდნენ წინ. სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და მსვლელობა გააგრძელეს. შეგახსენებთ რომ ახმარების თხოვნიტ აავადებული ბავშვების მშობლებმა საპატრიარქოს უკვე არაერთხელ მიმართეს.