თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა - Palitra News

თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა

2026-05-17 17:34:06+04:00

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა.

ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყო.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისული მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპომა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III დალოცა და სიტყვით მიმართა.

მანამდე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა შიო III-მ პირველ სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

სამების ტაძარში სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

წირვას დაესწრნენ მისი პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი