დონალდ ტრამპი - ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება

2026-05-18 08:56:46+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება.

„ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული დათმობის გაკეთება იმ პასუხში, რომელიც ირანს კონფლიქტის დასრულების შესახებ მათ ბოლოდროინდელ წინადადებებზე გაუგზავნეს. საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან კომპრომისის არარსებობა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას გამოიწვევს.