საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო 3-ის ქადაგების შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო 3-ის ქადაგების შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-18 09:26:25+04:00

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო 3-ის ქადაგებას პოლიტიკურ სივრცეში გამოხმაურება მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები პატრიარქის ქადაგებას, ერთი მხრივ, სწორად აფასებენ და თვლიან, რომ ქვეყანა არა დემოგრაფიული პრობლემის, არამედ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რაც ეკონომიკური უკუსვლითაა გამოწვეული. პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. ,,ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი … იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!", - წერს მეხუთე პრეზიდენტი. შიო 3-მ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მისი ქადაგებით, ოჯახში, რომელშიც აბორტის მძიმე ცოდვა ტრიალებს ბედნიერება რთულად მოსაპოვებელია, ხოლო პირიქით, სადაც ორ-სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.