ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა ბათუმშიც - Palitra News

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა ბათუმშიც

2026-05-18 09:27:41+04:00

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა ბათუმშიც. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით ბათუმის განმანთავისუფლებელ მეომართა საფლავისკენ გაემართნენ. მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და იუნკერთა საფლავთან გაჩერდნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.