დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ ჩატარებულ ტრადიციულ აქციას, ოპოზიციის წევრებიც უერთდებიან - Palitra News

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ ჩატარებულ ტრადიციულ აქციას, ოპოზიციის წევრებიც უერთდებიან

2026-05-18 09:28:47+04:00

დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ ჩატარებულ ტრადიციულ აქციას, ოპოზიციის წევრებიც უერთდებიან, მათი თქმით, ოჯახის სიწმინდე ამ აქციიდან იწყება. თვლიან, რომ აუცილებელია საპატრიარქოს მხრიდან მხარდაჭერა და სახელმწიფოსთან შუამდგომლობა, რათა ბავშვებმა წამალი დროულად მიიღონ. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ წამლების შეიძენენ მაშინ, როცა მედიკამენტების ეფექტურობასა და უვნებლობაში სრულებით დარწმუნებულები იქნებიან.