ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ - Palitra News

ანდრეი ერმაკს წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ

2026-05-18 10:57:58+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის გირაოს თანხის სრული ოდენობა, 140 მილიონი გრივნა, შეტანილია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ და რა რაოდენობის თანხა შეიტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისთვის.

სასამართლომ განმარტა, რომ ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან დღეს უნდა გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, 14 მაისს, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 140 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით. ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გირაოს თანხა არ ჰქონდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ მის გადახდაში ნაცნობები და მეგობრები დაეხმარებოდნენ.