სავარაუდოდ, ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ სინოდის პირველივე სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხი იქნება - ამას თავად სასულიერო პირები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საპატრიაქრო ხელისუფლებასთან საკითხზე მსჯელობას გამართავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შეწყალებას წინ უნდა უძღოდეს სინანული, თუმცა აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, შესაბამისად, სინანულისკენ მოწოდება მათთვის მიუღებელია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს შესაძლო თხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაითვალისწინებს, თუკი ეს პოლიტიკურად აწყობს.