შსს-ში ახალი, სპეციალური სამმართველო იქმნება -  რა მიზანი აქვს სახელმწიფოს - Palitra News

შსს-ში ახალი, სპეციალური სამმართველო იქმნება -  რა მიზანი აქვს სახელმწიფოს

2026-05-18 12:53:14+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ირწმუნება, რომ დებატების სივრცის გახსნის შემდეგ, აღნიშნული ინიციატივა არის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი უზრუნველყოფილი იყოს გარემო, სადაც დაცული იქნება განხვავებული აზრი და მიუღებელი იქნება შეურაცხყოფის წახალისება.