ირანმა ჰორმუზის სრუტის მართვის ახალი ორგანო შექმნა - Palitra News

ირანმა ჰორმუზის სრუტის მართვის ახალი ორგანო შექმნა

2026-05-18 14:58:36+04:00

ირანის უსაფრთხოების უმაღლესმა ორგანომ, ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ჰორმუზის სრუტის მართვის მიზნით ახალი ორგანოს შექმნის შესახებ განაცხადა.

საბჭოს განმარტებით, სპარსეთის ყურის სრუტის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „რეალურ დროში განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ჰორმუზის სრუტის ოპერაციებისა და უახლესი განვითარების შესახებ“.

ცნობისთვის, ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის“ აქვს დახურული.