სალომე ზურაბიშვილი - ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი „დაიქირაონ“! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება? - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი „დაიქირაონ“! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება?

2026-05-18 15:22:40+04:00

ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება? – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ წარმოდგენის ფონზე, ქართველ მსახიობებს აღარც სცენა აქვთ და აღარც თეატრის დაქირავების საშუალება“.

„ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და ცხადია აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი „დაიქირაონ“! ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება?“ - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.