ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციული სახელი ან პატიმრობა გამოიყენოს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საჯარო სივრცეში შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის, თუ პირთა ჯგუფის მიმართ. ამ მიმართულებით სისტემურ მონიტორინგს სპეციალური სამმართველო ჩაატარებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება. ინიციტივის დეტალების შესახებ დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მდინარაძის განმარტებით, შსს-ს ახლად შექმნილ სამმართველოს უფლება ექნება, თავისი ინიატივით მოიძიოს დარღვევის ფაქტები და სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით მიმართოს.