საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მსოფლიო ურბანულ სამიტში მონაწილეობს. ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი თეიმურ მუსაიევი დახვდა. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა. სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ,სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალურ საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.