2025 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გასული წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც საწვავი გააძვირა, თუმცა შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩრება.