დიუშენის კუნთოვანი დისტრფიით  დაავადებული ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციებს აანონსებენ - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტრფიით  დაავადებული ბავშვების მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთკაციან აქციებს აანონსებენ

2026-05-18 16:05:18+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტრფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩაატარებენ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად, არ წარმოადგენს შეკრებას და შესაბამისად, არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ. დიუშენის პაციენტის მშობლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აეკრძალათ. მანამდე კი საპტროტესტო აქცია ტრადიციულად დღესაც 17 -ი საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება, სადაც მშობლები უკვე 28-ე დღეა, მედიკამენტის საქართველოში ჩამოტანის მოთხოვნით იკრიბებიან. და ღამეებს ათენებენ. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ვიდრე მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს პროტოკოლი ვერ დამტკიცდება.