უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

2026-05-18 16:06:40+04:00

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისთვის გირაოს თანხა შეიტანეს. ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცის, ვინ გადაიხადა მისი გირაო. მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერმაკისთვის გირაოს თანხის სრული ოდენობა, 140 მილიონი გრივნა, შეტანილი იყო. 14 მაისს, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერმაკს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 140 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობით. ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გირაოს თანხა არ ჰქონდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ მის გადახდაში ნაცნობები და მეგობრები დაეხმარებოდნენ.