კირ სტარმერი - თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ - Palitra News

კირ სტარმერი - თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

2026-05-18 18:50:57+04:00

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ დამარცხების შემდეგ, შიდაპარტიული ზეწოლის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს.

მისი თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლას გეგმავს.

„ადრევ ვთქვი, არ ვიცი უკვე რამდენჯერ, რომ თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ. მჯერა, რომ იმ ხალხს უნდა ვემსახურო, ვინც ამირჩია“, - განაცხადა სტარმერმა.