სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდები.
ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი და სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი დაესწრნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ამჯერად 11 დაკარგული პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათ შორის 2 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
იდენტიფიცირებულ პირებს ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
1990-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგულთა მოძიების მექანიზმის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 740 ადამიანის ნეშტი იპოვეს, საიდანაც 334 უკვე იდენტიფიცირებულია. დაახლოებით 1900 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.