ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროცესში ახალი 14-პუნქტიანი ინიციატივა განიხილება. ირანული მედიის ინფორმაციით, ეს პასუხია ამერიკული მხარის მიერ ადრე გაგზავნილ წინადადებაზე, რომელიც ასევე 14 პუნქტს მოიცავდა.
ამავდროულად, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესმა საბჭომ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის ახალი ორგანოს შექმნა დააანონსა. საბჭოს განცხადებით, სტრუქტურა სრუტეში მიმდინარე ოპერაციებისა და ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას რეალურ დროში გაავრცელებს.