ბელარუსმა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი სამხედროების მომზადებისა და ბირთვული შეიარაღების განლაგებისთვის მზადყოფნის შემოწმებაა.
წვრთნებში ჩართულია სარაკეტო და საჰაერო ძალების დანაყოფები. მინსკში აცხადებენ, რომ პროცესის ფარგლებში რუსეთთან თანამშრომლობით ბირთვული იარაღის მიწოდებისა და გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულ მოქმედებებსაც დაამუშავებენ.
ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, სწავლება ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებსა და ოპერატიულ მზადყოფნას უკავშირდება.