"ქართული ოცნება": "შეწყალებას წინ სინანული უნდა უძღოდეს" - Palitra News

"ქართული ოცნება": "შეწყალებას წინ სინანული უნდა უძღოდეს"

2026-05-18 21:11:14+04:00

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხი სასულიერო და პოლიტიკურ წრეებში განხილვის ერთ-ერთი თემაა.

უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირების ინფორმაციით, შიო მესამის ახალ პატრიარქად არჩევის შემდეგ სინოდის პირველივე სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ შეწყალების თემა შეიძლება განიხილონ. მათივე თქმით, საპატრიარქო ხელისუფლებასთან კონსულტაციების დაწყებასაც გეგმავს.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ შეწყალებას წინ სინანული უნდა უძღოდეს. სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევა რთულდება, როდესაც ერთი მხარე დაკავებულებს „სინდისის პატიმრებს“ უწოდებს, ხოლო მეორე მხარე კი მათ დამნაშავეებად მიიჩნევს.