მამუკა მდინარაძე: სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას უწყება საკუთარი ინიციატივითაც შეძლებს - Palitra News

მამუკა მდინარაძე: სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას უწყება საკუთარი ინიციატივითაც შეძლებს

2026-05-18 21:16:18+04:00

სიძულვილის ენისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხელისუფლება სამართლებრივი ზომების გამკაცრებას გეგმავს. ახალი ინიციატივის მიხედვით, სასამართლოს ადმინისტრაციული სანქციებისა და პატიმრობის გამოყენებაც შეეძლება იმ პირების მიმართ, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ან ჯგუფების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს გაავრცელებენ.

კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სპეციალური სამმართველო განახორციელებს, რომელიც დარღვევებს მონიტორინგის გზით გამოავლენს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უწყებას სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა საკუთარი ინიციატივითაც შეეძლება.

ამ ინიციატივამ უკვე გამოიწვია საკმაოდ მკაფიო და ხისტი პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილი მას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს, ხოლო მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი სიძულვილის ენის პრევენციისთვის აუცილებელია.