ოპოზიცია აცხადებს, რომ 26 მაისის აქცია პოლიტიკური და სამოქალაქო ერთობის დემონსტრირება იქნება - Palitra News

ოპოზიცია აცხადებს, რომ 26 მაისის აქცია პოლიტიკური და სამოქალაქო ერთობის დემონსტრირება იქნება

2026-05-18 21:17:42+04:00

„ოპოზიციური ალიანსი“ 26 მაისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ შეკრება პოლიტიკური და სამოქალაქო ერთობის დემონსტრირება უნდა გახდეს. ორგანიზატორთა შეფასებით, აქცია განსხვავებული ფორმატით წარიმართება და წინა დემონსტრაციებისგან გამორჩეული იქნება, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია ამ შემთხვევაშიც არ არსებობს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს, რაც ხელისუფლების ოპონენტებს შორის განსხვავებულ ხედვებს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის. მმართველ გუნდში საპროტესტო გეგმებს სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აქციას რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევის მცირე შანსი აქვს.