საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები ევროპის პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები ევროპის პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ

2026-05-18 21:19:14+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები ევროპის პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში რამდენიმე მედლით დაბრუნდნენ.

ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე კაპრალ-სპეციალისტმა, მორის საბაშვილი მარცხენა ხელით ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კაპრალ-სპეციალისტმა თემურ დადიანმა მარჯვენა ხელით ოქრო, ხოლო მარცხენათი ვერცხლი აიღო. ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე ალიკა გითოლენდიამაც.

დაჭრილი სამხედროები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სიმულაციის სასწავლო ჯგუფში მსახურობენ და ამავდროულად საქართველოს პარა-მკლავჭიდის ნაკრების წევრებიც არიან.