კაია კალასი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია - Palitra News

კაია კალასი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია

2026-05-18 21:20:46+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეჩერებულია და პროცესში პროგრესი არ შეინიშნება.

კაია კალასის განცხადებით, ამ ფონზე იკვეთება, რომ რუსეთი ომში ისეთ ძლიერ პოზიციაში აღარ იმყოფება, როგორც ამას თავად წარმოაჩენს. მისივე თქმით, ჩინეთს შეუძლია მოსკოვზე გავლენის მოხდენა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა.

ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს აქტიურად იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ევროპამ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით უფრო ეფექტიანი და საიმედო მექანიზმები უნდა შექმნას.