სერგეი ლავროვი - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სულ უფრო მეტი ახალი სანქცია წესდება და ბაიდენის ყველა სანქცია გრძელდება - აშშ-ში „დიფ სთეითი“ უარყოფს, რომ ეს ბაიდენის ომია - Palitra News

სერგეი ლავროვი - ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სულ უფრო მეტი ახალი სანქცია წესდება და ბაიდენის ყველა სანქცია გრძელდება - აშშ-ში „დიფ სთეითი“ უარყოფს, რომ ეს ბაიდენის ომია

2026-05-18 21:28:04+04:00

ტრამპის ადმინისტრაცია ახალ სანქციებს აწესებს, გარდა ამისა, ბაიდენის სანქციებიც გრძელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „აშშ-ში „დიფ სთეითი“ უარყოფს, რომ ეს ბაიდენის ომია“.

„უკვე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი, სულ უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებელი, ახალი სანქცია წესდება, გარდა ამისა, ბაიდენის ყველა სანქცია გრძელდება“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ახალი სანქციების მაგალითად გასულ წელს, აშშ-ის მიერ „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაასახელა.